Friday 31 August 2018

ადამიანი და ღირსება

   ღირსება ღმერთის ხატი და ზნეობრივი საწყისია. ის უდიდესი ადამიანური თვისებაა, რომელიც ყველას არ გააჩნია. კაცი ღირსეული იქნება თუ ის თავმდაბალია, კეთილია და გააჩნია მეგობრობის, სიყვარულის, შენდობისა და შეწყალების უნარი.
   ,,უფრო ღირსეული იქნები, ვიდრე ხარ,შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე." ეს ფრაზა შუა საუკუნეების ინგლისელ მწერალს, შექსპირს< ეკუთვნის. ის თვლიდა, რომ ღირსების საფუძველი თავმდაბლობაა. რელიგიაც ამას ღაღადებს: რაც უფრო დავიდაბლებთ თავს უფლის თვალში, მით უფრო ავმაღლდებით და ღირსეულები გავხდებით. ხალხური გამოთქმაც ადასტურებს ზემოდხსენებულ აზრს - რასაც მარჯვენა ხელი აკეთებს, მარცხენამაც კი არ უნდა იცოდესო.
   ქართულ ლიტერატურაში მრავალი მწერალი მოგვითხრობს და დაგვანახებს ჭეშმარიტ არს ღირსებისა.ვაჟა ფშაველა,ილია ჭავჭავაძე, ნიკო ლორთქიფანიძე წერდნენ ამ საკითხზე.გავიხსენოთ ვაჟას ,,სტუმარ-მასპინძელი", სადაც მასპინძელი, ჯოყოლა, ღირსების შელახვად თვლის თავისი სტუმრის,ზვიადაურის, შეურაცყოფას. ,,თუნდ სისხლის ზღვა ჰმართდეს მას, ის დღეს ჩემი სტუმარია''. ილია ღირსენის ფარსა და ხმალს ჭეშმარიტ ლიტერატურას მიიჩნევდა. მართლაც, მწერლის ნაწარმოებები, სახელდობრ ,,კაცია ადამიანი?!", ემსახურებოდა ქართველთათვის ღირსების არსის გაცნობას, აღდგენასა და დაცვას.
   გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძე,რომელიც ღირსებას დიდ ყურადღებას უთმობდა. ,,დადიანის ასული და მათხოვარი'' ეს მოთხრობა გვიჩვენებს რომ ყველას აქვს თავისი ღირსება. იმ მათხოვარსაც კი. მწერალმა კარგად იცოდა, რომ ადამიანის ღირებულება არაფრით არ გაიზომება და ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები.
   აღსანიშნაბია რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?". ამ ნაწარმოებშიმოქმედება მატარებელში ხდება. ვხვდებით თავად ვიტგენშტეინს და გენერალს. თავადი იმდენად ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა,რომ გენერლის ქალი, რომელიც მეძავი იყო, არ ჩათვალა დამცირების ღირსად. მანაც იცოდა რომ ყველა ადამიანი ადამიანია, განურჩევლად თავისი სტატუსისა და საზოგადოებრივი წონისა.
   ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ბერძენი ფილოსოფოსები წერდნენ რომ ადამიანმა სამი რამ არ უნდა დაკარგოს ამ ქვეყნად; სიმშვიდ,იმედი და ღირსება. ესეც მოწმობს, თუ რაოდენ ძვირფასი და ღირებულია ადამიანისთვის ღირსება.
  რომ შევაჯამოთ, ღირსება ადამიანის  დიდი ბუნების გამოვლინებაა. ის ნათლად დაგვანახებს ადამიანის შინაგან სამყაროს, პრინციპულობას და გვკარნახობს რა არის მისთვის ღირებული.

Thursday 30 August 2018

რა არის ვაჟკაცობა?

ესე თემაზე: რა არის ვაჟკაცობა,ზოგადად წარმოვაჩინოთ ვაჟკაცობის სიდიადე!
      რა არის ვაჟკაცობა? ეს ის საკითხია,რომელიც XXI საუკუნეშიც აქტუალური თემაა. ვაჟკაცობის მნიშვნელობა უკიდეგანოა და ჰგავს სიცოცხლის დაუშრეტელ ზღვას.
     თანამედროვე ლექსიკონში ვაჟკაცი განიხილება როგორც მოწიფული ვაჟი,რომელიც ღონიერი, გულადი და ბრძოლაში შეუდრეკელია. ჩვენ, ქართველი ერი, რომლებსაც გვაქვს ორი ათას წელზე მეტი ისტორია გვყავდა უამრავი გმირი და ვაჟკაცი, რომლებიც ნათლად გვიმტკიცებენ და გვიხსნიან ვინ არის ვაჟკაცუ და რა ევალება ამ ქვეყანაზე.
     ჯერ კიდევ viiiსაუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბი სარდალი მურვან ყრუ შემოვიდა, ძმებმა, დავითმა და კონსტანტინე მხეიძეებმა , გმირული წინაამღდეგობა გაუწიეს მას. შეკრიბეს დიდძალი ჯარი, ხალხს ლოცვა და მარხულობა ურჩიეს. ისინი იმდენად ვაჟკაცურად იბრძოდნენ რომ ლამის მთელი არაბობა გაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ისინი დამარცხდნენ. თვით მტერი, მურვან ყრუ, უსჯულო სარდალიც გაკვირვებულა მათი მხნეობით. ძმები დაატყვევა, შემდგომში კი გამაჰმადიანება მოსთხოვა. ორივე ძმამ პირჯვარი გადაიწერა, მურვანი განრისხდა. მან ბრძანა ათი დღე აშიმშილეთო. ძმებმა ვაჟკაცურად აიტანეს ყოველივე. ბოლოს კი ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს.
     უნდა აღვნიშნოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.უამრავი ქართველი გმირულად იბრძოდა,მაგრამ უნდა გამოვყოთ გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც მხოლოდ 23 წელი იცხოვრა. მან ნაძრახ სიცოცხლეს გმირული და სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა.
    ამ ომის შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა და წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. მისი დაკითხვა სურდათ და ჩვენების მიცემას მათ სასიკეთოდ აიძულებდნენ.საწყალ ბიჭს ზურგზე ფეხებით ძლიერად ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწაზე ეკოცა. პირიდან სისხლი სდიოდა,მაგრამ ყოველივეს ვაჟკაცურად იტანდა და მიწისკენ არ იხრებოდა. ის იბრძოდა საქართველოს ერთიანობისათვის.ჩვენი ოჯახებისათვის, თავისი შვილებისა და ორსული მეუღლისათვის.სწორედ, მისი გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ დაიბადა ანა ანწუხელიძე...
   ვაჟკაცის დახასიათება შეგვიძლია ვაჟას ,,კაი ყმის" მიხედვით. ასეთი ადამიანი არავის ჰგავს. მას არც უნდა შიოდეს,ციოდეს და ტკიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი თავისი ცელით დანავარდობს, ვაჟკაცმა პირიქით ის უნდა დააშინოს, როგორც ქორი აფრთხობს წიწილებს. მან ომში ან უნდა გაიმარჯვოს ან უნდა დამარცხდეს და დაეცეს ბრძოლის ველზე.მას მიწიერი ფუფუნება არ უნდა აინტერესებდეს,ის უნდა ილტვოდეს სულიერი მშვენიერებისაკენ.
   საქართველოს უამრავი გმირი მეფე ჰყავდა. ისინი ჩვეულებრივი აბჯრით ომში იბრძოდნენ თანამემამულეებთან ერთად და არა ფრანგი მეფეების მსგავსად ომს გორაკიდან არ დაჰყურებდნენ. სამწუხაროდ საქართველოს ახსოვს არავაჟკაცებიც. უნდა აღინიშნოს 1569 წლის ფარცხის ბრძოლა, როდესაც მოღალატემ , კახაბერ ყორღანაშვილმა, ოსმლათა ჯარს მეფემდე გზა გაუკვალა და დაატყვევებინა.
   ამრიგად, ვაჟკაცობა ერთ-ერთი ფასეული თვისებაა ადამიანში. ის აერთიანებს პიროვნებაში ღირსებას,სამართლიანობას,ჰუმანურობას, პასუხისმგებლობას,თავმდამბლობას და კიდევ ბევრ სხვას... ,,ადამიანის უძვირფასესი საუნჯე ვინაობაა." ამბობდა ილია. ზუსტად, ამ საუნჯის მარგალიტია ვაჟკაცობა.