Thursday 30 August 2018

რა არის ვაჟკაცობა?

ესე თემაზე: რა არის ვაჟკაცობა,ზოგადად წარმოვაჩინოთ ვაჟკაცობის სიდიადე!
      რა არის ვაჟკაცობა? ეს ის საკითხია,რომელიც XXI საუკუნეშიც აქტუალური თემაა. ვაჟკაცობის მნიშვნელობა უკიდეგანოა და ჰგავს სიცოცხლის დაუშრეტელ ზღვას.
     თანამედროვე ლექსიკონში ვაჟკაცი განიხილება როგორც მოწიფული ვაჟი,რომელიც ღონიერი, გულადი და ბრძოლაში შეუდრეკელია. ჩვენ, ქართველი ერი, რომლებსაც გვაქვს ორი ათას წელზე მეტი ისტორია გვყავდა უამრავი გმირი და ვაჟკაცი, რომლებიც ნათლად გვიმტკიცებენ და გვიხსნიან ვინ არის ვაჟკაცუ და რა ევალება ამ ქვეყანაზე.
     ჯერ კიდევ viiiსაუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბი სარდალი მურვან ყრუ შემოვიდა, ძმებმა, დავითმა და კონსტანტინე მხეიძეებმა , გმირული წინაამღდეგობა გაუწიეს მას. შეკრიბეს დიდძალი ჯარი, ხალხს ლოცვა და მარხულობა ურჩიეს. ისინი იმდენად ვაჟკაცურად იბრძოდნენ რომ ლამის მთელი არაბობა გაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ისინი დამარცხდნენ. თვით მტერი, მურვან ყრუ, უსჯულო სარდალიც გაკვირვებულა მათი მხნეობით. ძმები დაატყვევა, შემდგომში კი გამაჰმადიანება მოსთხოვა. ორივე ძმამ პირჯვარი გადაიწერა, მურვანი განრისხდა. მან ბრძანა ათი დღე აშიმშილეთო. ძმებმა ვაჟკაცურად აიტანეს ყოველივე. ბოლოს კი ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს.
     უნდა აღვნიშნოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.უამრავი ქართველი გმირულად იბრძოდა,მაგრამ უნდა გამოვყოთ გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც მხოლოდ 23 წელი იცხოვრა. მან ნაძრახ სიცოცხლეს გმირული და სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა.
    ამ ომის შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა და წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. მისი დაკითხვა სურდათ და ჩვენების მიცემას მათ სასიკეთოდ აიძულებდნენ.საწყალ ბიჭს ზურგზე ფეხებით ძლიერად ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწაზე ეკოცა. პირიდან სისხლი სდიოდა,მაგრამ ყოველივეს ვაჟკაცურად იტანდა და მიწისკენ არ იხრებოდა. ის იბრძოდა საქართველოს ერთიანობისათვის.ჩვენი ოჯახებისათვის, თავისი შვილებისა და ორსული მეუღლისათვის.სწორედ, მისი გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ დაიბადა ანა ანწუხელიძე...
   ვაჟკაცის დახასიათება შეგვიძლია ვაჟას ,,კაი ყმის" მიხედვით. ასეთი ადამიანი არავის ჰგავს. მას არც უნდა შიოდეს,ციოდეს და ტკიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი თავისი ცელით დანავარდობს, ვაჟკაცმა პირიქით ის უნდა დააშინოს, როგორც ქორი აფრთხობს წიწილებს. მან ომში ან უნდა გაიმარჯვოს ან უნდა დამარცხდეს და დაეცეს ბრძოლის ველზე.მას მიწიერი ფუფუნება არ უნდა აინტერესებდეს,ის უნდა ილტვოდეს სულიერი მშვენიერებისაკენ.
   საქართველოს უამრავი გმირი მეფე ჰყავდა. ისინი ჩვეულებრივი აბჯრით ომში იბრძოდნენ თანამემამულეებთან ერთად და არა ფრანგი მეფეების მსგავსად ომს გორაკიდან არ დაჰყურებდნენ. სამწუხაროდ საქართველოს ახსოვს არავაჟკაცებიც. უნდა აღინიშნოს 1569 წლის ფარცხის ბრძოლა, როდესაც მოღალატემ , კახაბერ ყორღანაშვილმა, ოსმლათა ჯარს მეფემდე გზა გაუკვალა და დაატყვევებინა.
   ამრიგად, ვაჟკაცობა ერთ-ერთი ფასეული თვისებაა ადამიანში. ის აერთიანებს პიროვნებაში ღირსებას,სამართლიანობას,ჰუმანურობას, პასუხისმგებლობას,თავმდამბლობას და კიდევ ბევრ სხვას... ,,ადამიანის უძვირფასესი საუნჯე ვინაობაა." ამბობდა ილია. ზუსტად, ამ საუნჯის მარგალიტია ვაჟკაცობა.

3 comments:

  1. ძალიან მომეწონა კარგი ნაშრომია ეტყობა ბევრი გიშრომიათ რომ ესე კარგი გამოვიდა მადლობა თქვენ

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ძალიან მომეწონა<3

      Delete