Friday 31 August 2018

ადამიანი და ღირსება

   ღირსება ღმერთის ხატი და ზნეობრივი საწყისია. ის უდიდესი ადამიანური თვისებაა, რომელიც ყველას არ გააჩნია. კაცი ღირსეული იქნება თუ ის თავმდაბალია, კეთილია და გააჩნია მეგობრობის, სიყვარულის, შენდობისა და შეწყალების უნარი.
   ,,უფრო ღირსეული იქნები, ვიდრე ხარ,შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე." ეს ფრაზა შუა საუკუნეების ინგლისელ მწერალს, შექსპირს< ეკუთვნის. ის თვლიდა, რომ ღირსების საფუძველი თავმდაბლობაა. რელიგიაც ამას ღაღადებს: რაც უფრო დავიდაბლებთ თავს უფლის თვალში, მით უფრო ავმაღლდებით და ღირსეულები გავხდებით. ხალხური გამოთქმაც ადასტურებს ზემოდხსენებულ აზრს - რასაც მარჯვენა ხელი აკეთებს, მარცხენამაც კი არ უნდა იცოდესო.
   ქართულ ლიტერატურაში მრავალი მწერალი მოგვითხრობს და დაგვანახებს ჭეშმარიტ არს ღირსებისა.ვაჟა ფშაველა,ილია ჭავჭავაძე, ნიკო ლორთქიფანიძე წერდნენ ამ საკითხზე.გავიხსენოთ ვაჟას ,,სტუმარ-მასპინძელი", სადაც მასპინძელი, ჯოყოლა, ღირსების შელახვად თვლის თავისი სტუმრის,ზვიადაურის, შეურაცყოფას. ,,თუნდ სისხლის ზღვა ჰმართდეს მას, ის დღეს ჩემი სტუმარია''. ილია ღირსენის ფარსა და ხმალს ჭეშმარიტ ლიტერატურას მიიჩნევდა. მართლაც, მწერლის ნაწარმოებები, სახელდობრ ,,კაცია ადამიანი?!", ემსახურებოდა ქართველთათვის ღირსების არსის გაცნობას, აღდგენასა და დაცვას.
   გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძე,რომელიც ღირსებას დიდ ყურადღებას უთმობდა. ,,დადიანის ასული და მათხოვარი'' ეს მოთხრობა გვიჩვენებს რომ ყველას აქვს თავისი ღირსება. იმ მათხოვარსაც კი. მწერალმა კარგად იცოდა, რომ ადამიანის ღირებულება არაფრით არ გაიზომება და ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები.
   აღსანიშნაბია რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?". ამ ნაწარმოებშიმოქმედება მატარებელში ხდება. ვხვდებით თავად ვიტგენშტეინს და გენერალს. თავადი იმდენად ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა,რომ გენერლის ქალი, რომელიც მეძავი იყო, არ ჩათვალა დამცირების ღირსად. მანაც იცოდა რომ ყველა ადამიანი ადამიანია, განურჩევლად თავისი სტატუსისა და საზოგადოებრივი წონისა.
   ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ბერძენი ფილოსოფოსები წერდნენ რომ ადამიანმა სამი რამ არ უნდა დაკარგოს ამ ქვეყნად; სიმშვიდ,იმედი და ღირსება. ესეც მოწმობს, თუ რაოდენ ძვირფასი და ღირებულია ადამიანისთვის ღირსება.
  რომ შევაჯამოთ, ღირსება ადამიანის  დიდი ბუნების გამოვლინებაა. ის ნათლად დაგვანახებს ადამიანის შინაგან სამყაროს, პრინციპულობას და გვკარნახობს რა არის მისთვის ღირებული.

21 comments:

  1. 👌🏻👌🏻👌🏻👍🏻👍🏻👍🏻

    ReplyDelete
  2. Am temis gamoyenebit sakontroloshi atiani mivige jigari xar

    ReplyDelete
  3. ამის თემის დახმარებით საშინაო დავალება დავწერე❤

    ReplyDelete
  4. მადლობა ძაან დიდი

    ReplyDelete
  5. ძან კაია მომეწონა ძაან❤❤❤❤❤

    ReplyDelete
  6. ძალიანნ დიდი მადლობაა მართლაა ძალიანნ დამეხმარა ეს თემა ❤❤

    ReplyDelete
  7. აუ ვერ ვპოულობ ვინმეს უწერია დადიანის ასული და მათხოვარი ესსე?

    ReplyDelete
  8. ამ თემის დახმარებით დავალების დაწერაში დამეხმარე

    ReplyDelete
  9. ძალიან კარგი თემაა ძალიან გამომადგა მადლობა💓💓

    ReplyDelete
  10. Avtandilis daxasiateba mesachiroeba anderdzi avtandilis mixedvit.vinmes tu gaqvt gadmomigzavnet lizi chubinashvili@gmail.com

    ReplyDelete
  11. ძალიან კარგი თემაა, ძალიან გამომადგა ♥️

    ReplyDelete
  12. მადლობა დიდი

    ReplyDelete
  13. ამთემას დავაკვირდი და კომებში როგორრც წერია
    ისე მოვიქცევი და დავწერ
    შედეგსაც

    ReplyDelete
  14. მადლობა, დავალება დაწერილია������

    ReplyDelete
  15. ჯიგარრრრრრრრ




    ReplyDelete